Friday, September 11, 2015
(P-D-M) პროექტის დაგეგმვა და მართვა
2015 წლის თებერვალში მშვიდობის კორპუსმა მიგვიწვია კაჭრეთის ამბასადორში 4 დღიან ტრენინგზე "პროეტის დაგეგმვა და მართვა." ტრენინგი იყო ძალიან კარგი, ინფორმაციული და საინტერესო. მოხალისესთან ერთად დამებადა იდეა გამეკეთებია სკოლაში საკონფერენციო ტიპის ოთახი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის. სადაც შევძლებდით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ინფორმაციის მ იწოდებას მსობლებისთვის, კოლეგებისთვის და რაც მთავარია მოსწავლეებისთვის თანემედროვე გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა გვექნებოდა ყველა საგანში. საბედნიეროდ პროექტი დაგვიფინასეს სექტემბერში და ვიწყებთ პროეტის განხორციელებას.
გაკვეთილის დაგეგმვა მოხალისესთან ერთად ტრენინგი
2014 წლის სექტემბერში მივიღეთ მშვიდობის კორპუსის მოხალისე რომელთან ერთადაც ვატარებდი გაკვეთილებს. ხოლო 2015 წლის იანვარში სამ დღიან ტრენინგზე შევაფასეთ ჩვენი მუშაობა, რომელიც გაიმართა ბაზალეთზე. ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ მოხალისესთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვის ტიპებზე, ურთიერთთანამშრომლობასა და კულტურათა გაზიარებაზე. ტრენინგის ბოლო დღეს გაიმართა "რესურსების ბაზრობა" სადაც წარმოდგენილი იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი რესურსები.
Subscribe to:
Posts (Atom)